Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
საწყის გვერდზე დაბრუნება
ისტორიები,ლეგენდები და სტატიები
                    წმიდა ბარბარეს ცხოვრება

    უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. ...„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწული ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
წმიდა ბარბარეს სასწაულები

ზლატოვერხის წმიდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი თეოდოსი (საფანოვიჩი) იგონებს:

„1665 წელს მინახულა ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, რომელმაც მოიტანა ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხელი და დაბეჯითებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან. ასეთი თხოვნით გაოცებულმა ვკითხე, თუ რატომ უნდოდა ეს. ასე რა მიამბო მან: „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ხელი ისე მომეგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო და საშინლად ვიტანჯებოდი. ამ დროს გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებიდან იკურნება ყველა, ვინც მასთან რწმენით მიდის. და მეც მხურვალედ შევევედრე წმიდა დიდმოწამეს, მოერჩინა ჩემთვის ხელი და იქვე აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმიდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით ჩემი დაგრეხილი ხელი სრულიად განიკურნა. ახლა მე მოვედი აღთქმის შესასრულებლად, რათა თაყვანი ვსცე მის წმიდა ნაწილებს და მადლობა შევწირო ხელის მორჩენისთვის; ამიტომ მოვიტანე ეს ვერცხლისაგან გაკეთებული ხელი ჩემი ხელის აღსანიშნავად, რომელიც დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილების საშუალებით განიკურნა“.
* * *

„1660 წელს, ძმათაშორის ომის დროს, ძალიან შეშინებული და შეშფოთებული ვიყავი ჩვენი მონასტრის სიმწირითა და იმ საფრთხით, რომელიც ბერებს ემუქრებოდა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და მესიზმრა, ვითომ ვდგავარ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან და ვხედავ მას ზეითუნის ზეთში მწოლიარეს. წმიდანი მეუბნება: „ნუ გეშინია, მე თქვენთანა ვარ“. გაღვიძებულმა დავიწყე ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩემს მიერ სიზმარში ნანახი ზეთი და წმ. დიდმოწამის ნათქვამი სიტყვები. საღმრთო წერილში, ვმსჯელობდი ჩემთვის, ზეთი წყალობას ნიშნავს; ე.ი. წმიდა დიდმოწამის ზეთით სავსე განსასვენებელი ნიშნავს, რომ მისი ლოცვის წყალობით ჩვენს მონასტერს საფრთხე და სიღარიბე არ ემუქრება და ის გადარჩება, რაც მართლაც აღსრულდა სინამდვილეში“.
* * *

ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე - შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა! დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს.
* * *

1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:

„ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: „იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან“. ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის“.
* * *

კიევის ერთი ღვთისმოსავი მოქალაქე, სახელად იოანე, მძიმედ დაავადდა ციებ-ცხელებით. დიდხანს იტანჯებოდა და ერთხელ გაახსენდა იმ მრავალრიცხოვანი განკურნებების შესახებ, რომლებიც დიდმოწამე ბარბარესადმი ლოცვებით ხდებოდა. მან გადაწყვიტა, მაშინვე გამგზავრებულიყო წმინდა ნაწილების მოსანახულებლად, მაგრამ არათუ წასვლა, სარეცელიდან წამოდგომაც ვერ შეძლო. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სთხოვა თავის ახლობელს გამგზავრებულიყო წმიდა მიქაელის ეკლესიაში და იქიდან მოეტანა წყალი, რომელიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელს ესხმებოდა. მისი წასვლის შემდეგ იოანეს სიცხემ იმდებად აუწია, რომ ლამის სული განუტევა. შინაგანი მხურვალება იმდენად სწვავდა, რომ ენაც კი უშრებოდა. მისი საშინელი ტანჯვის დანახვაზე ახლობლები და ნათესავები ურჩევდნენ ავადმყოფს, დაელია რაიმე გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ მას იმდენად დიდი რწმენა ჰქონდა წმიდა დიდმოწამის მფარველობისა, რომ არ ისურვა მათი რჩევის შესრულება და თქვა: „სულიც რომ ამომხდეს ამ სნეულებით, მაინც არაფერს დავლევ, ვიდრე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელიდან გადმომდინარე წყალს არ მომიტანენ“. აი, ასეთი დიდი იყო რწმენა სნეულისა! როცა ავადმყოფს წყალი მოუტანეს და დალია, მაშინვე იგრძნო ცოტაოდენი შვება და კეთილისმყოფელმა ძილმა დაუხუჭა თვალები, და ეს მაშინ, როცა მანამდე საერთოდ არ ეძინა. და აი, ესიზმრა, თითქოსდა დგას წმიდა მიქაელის ეკლესიაში და მის წინ გაჩნდა მშვენიერი ქალწული, გასხივოსნებული ზეციური ნათლით და ჰკითხა: „იცი, ვინა ვარ?“ სნეულმა უპასუხა: „არა, არ ვიცი“. ქალწულმა კი განაგრძო: „მაშინ იცოდე: მე მოწამე ბარბარე ვარ. ბევრს არ სჯერა, რომ ჩემი ნაწილები ამ მონასტერში განისვენებს, ახლა კი იცოდე, რომ ეს ჭეშმარიტად, რომ ეს ჭეშმარიტად ჩემი ნაწილებია და ყველას უქადაგე, რომ ამის სწამდეთ; ხოლო იმის დასტურად, რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, შენ უკვე ჯანმრთელი ხარ“. ამის თქმაზე დიდმოწამე ბარბარე თვითონვე ჩაწვა განსასვენებელში, რომელიც ულამაზეს ადგილას იდგა. სნეულმა იოანემ კი, მაშინვე გაიღვიძა და ნახა, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მან მადლობა უძღვნა უფალს და მკურნალ წმიდა ბარბარეს და ყველაფერი უამბო თავის ძმას, იღუმენ თეოდოსის და იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს წმიდანის ნაწილებთან იმყოფებოდნენ. ეს სასწაული მოხდა 1670 წელს.
* * *

1710 წელს მალაროსიაში საშინელი და გამანადგურებელი ეპიდემიის დროს, როცა ზედიზე 10 თვის განმავლობაში მძვინვარებდა შავი ჭირი კიევსა და მის გარეუბნებში, ქუჩები და მონასტრები დაცარიელდა, მხოლოდ წმიდა მიქაელის ეკლესიის ბინადართ არ შეხებია ეს დამღუპველი და სიკვდილის მომტანი სენი და არავინ გარდაცვლილა ბერთაგან, თუმცა მონასტრის კარი მუდამ ღია იყო მომსვლელთათვის. ეს გარემოება მაშინ მიაწერეს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მფარველობას და დახმარებას. იგივე იქნა შემჩნეული მეორე ჭირიანობის დროს 1770 წელს და შემდეგ ქოლერის ეპიდემიისას.
* * *

ოდეღაც სოლოვკებში გადასახლებული მონაზვნები იხსენებდნენ, როგორ კვდებოდა იქ 1929 წლის 25 იანვარს ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი პეტრე (ზვერევი): „მეუფესთან ერთად პალატაში ერთი ვეტექიმი იწვა, მისი სულიერი შვილი. მეუფის გარდაცვალების დღეს, დილის 4 საათზე, მან რაღაც ხმაური გაიგონა, თითქოსდა ფრინველთა გუნდი შეფრენილიყო ოთახში. მან თვალები გაახილა და დაინახა წმიდა დიდმოწამე ბარბარე სხვა ქალწულებთან ერთად. ბარბარე მეუფის სარეცელს მიუახლოვდა და იგი აზიარა. მის მხლებელთა შორის ვეტექიმმა წმიდა მოწამე ანისია და დიდმოწამე ირინა შეიცნო. ნანახის შესახებ მან უამბო პოლტავის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ბასილს (ზელენცოვს) და სხვებს“.
* * *

ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვადთან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. „იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ“ - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.
                                                                    მუსიკა და რელიგია
    მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:

ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...

როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.

1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.

მძიმე როკი

როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.

ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.

შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.

სატანური როკი

მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გვლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.

1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.

„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.

სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ლბექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.

როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:

1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;

აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.

როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.

აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.

ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.

როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“

ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.

უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).

ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.

პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვ???მის სათაური: „თხის თავის სუპი“.

„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.

სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.

ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!

ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.

ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთი-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.

- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.

666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.

როკი და ტრანსსექსუალიზმი

როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.

საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პრიველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...

არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.

როკის „წმიდანები“

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.

ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.

80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვდ დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)

ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.

იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.

მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.
როკ-ჯგუფების სიმღერების სატანური ტექსტები

მოვიყვანოთ ერთერთი ტექსტი მაგალითად:
ნაწყვეტი როკ-ჯფუგ „ქისსის“ (KISS - ზოგიერთი მოსაზრებით, ესაა აბრევიატურა ფრაზისა „Kings/Kids in Satan Service“ - „მეფეები/ბავშვები სატანის სამსახურში“) სიმღერიდან „ჭექა-ქუხილის ღმერთი“:

„მე აღმზარდა დემონმა
და მომამზადა, რომ მასავით მბრძანებელი ვყოფილიყავი;
მე ვარ მეუფე უდაბნოსი -
თანამედროვე რკინის ადამიანი.
მე გარს შევიკრებ წყვდიადს, რათა მივიღო სიამოვნება
და მე გიბრძანებ შენ: დაემხე მუხლებზე,
ჭექა-ქუხილის ღმერთის წინაშე,
რომელიც არის როკ-ნ-როლის ღმერთი!“
                    რა მოიტაცეს ბერძნებმა კოლხეთიდან?!

              ,,მე ვამტკიცებ, რომ კოლხი მედეა იოგის უმაღლეს  
                                            საიდუმლოს ფლობდა”

  ახლო წარსულში საქართველოში ხშირად იმეორებდნენ ქართველი ბრძენკაცის, ოოანე ზოსიმეს იდუმალებით მოსილ სიტყვებს ყოველივე დაფარულის ქართული ენით გაცხადების შესახებ. საუკუნეთა განმავლობაში მტრის უღელქვეშ მყოფი ერისთვის, როგორც ცანს, ამ სიტყვებს   მაცოცხლებელი ძალა ჰქონდა. მეორე ვიღაცამ სთქვა, _ რა ბაქიები და მკვეხარა ხალხი ვართ ქართველები, სუპერერობას ვიბრალებთ, ეს ხომ ცივილიზებულ მსოფლიოში ცუდ   ტონადაა მიჩნეულიო. თითქოს დანაშაული ჩაგვედინოს, გავჩუმდით... და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარსულის გამუდმებით აღაფრთოვანებს მსოფლიოს, გვიჭირს ვაღიაროთ, რომ წინაპართაგან არა მარტო უძვირფასესი ხუროთმოძღვრული ნაგებობები და კულტურის ძეგლები, არამედ უმდიდრესი ცოდნაც გადმოგვეცა... რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ ავაღორძინოთ, რაც დრო გადის, მით უფრო ვივიწყებთ. ეს გახლდათ თუნდაც უნიკალური საბრძოლო ხელოვნება და რაც ძალზე სავალალოა, ვივიწყებტ გრძნეულ კოლხი მედეას სიბრძნეს, რომელსაც თურმე დღესაც დიდი მონდომებით შიფრავენ და სწვალობენ მსოფლიოში სასწაულმოქმედებად აღიარებული ტიბეტელი ბერები. მათ ცოდნასა და ხელოვნებას არაფრით ჩამოუვარდება მეოცე საუკუნის საოცრებად შერაცხული ხევსური დასტაქრის მგელიკა ლოქოკელის პროფესიონალიზმი. იგი თურმე ყოველგვარი ნარკოზის და გამაყუჩებლი გარეშე ჩამსხვრეულ თავის ქალაზე ისე აკეთებდა უმძიმეს ოპერაციებს, რომ მსოფლიოში ცნობილ ქირურგებს დღესაც ვერ აუხსნიათ მისი ოსტატობის საიდუმლო. გარდა ამისა, ქართველები თურმე ჯერ კიდევ მაშინ ფლობდნენ ყვავილის ვარიოლაციური აცრის მეთოდს, როცა ევროპაში ამის შესახებ ნაფიქრიც კი არ ქონდათ. გერმანელ მეცნიერს, იოჰან გიულდენშტედტს 1771-72 წლებში უმოგზაურია საქართველოში და სწორედ აქ უნახავს ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, რაც საბედნიეროდ, ჩაუნიშნავს კიდეც. რად გინდათ მერე, ამდენი ღირსება გვქონია და ჩვენი უბედური ისტორიული წარსულის გამო მსოფლიო არენაზე ვერ გავბრწყინდით როგორც ფასდაუდებელი ცოდნის მფლობელები... ქართული კარაბადინები კი დღემდე ამოუხსნელ ცოდნას ინახავენ. ვინ იცის, იქნებ ეს სწორედ ის ცოდნაა, რომელმაც მედეას დროიდან დღემდე მოაღწია, ჩვენ კი გამქრალი გვგონია. არა და როგორ შეიძლება ყველაფერი უკვალოდ გამქრალიყო ის, რაც მედაეამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, როგორც კოლხეთის საიდუმლო. აღმოსავლური აგნი იოგას ქართველი სპეციალისტი თამაზ თავაძეც იმავეს ამტკიცებს, რომ მედეას სიბრძნე ისევე გაბნეული იყო ერში, როგორც მისი პეშვიდან გაფანტული სასწაულმოქმედი მტვერი, რომელსაც თვით ყველაზე უძლეველი მცველის, ,,ოქროს საწმისის” მფარველი ურჩხულის დაძინებაც კი შეეძლო. თამაზ თავაძე კიდევ ერთ სენსაციურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, იოგა ქართული სიტყვაა, ხოლო იოგის ხელოვნებას ბევრად უფრო ადრე ფლობდნენ კოლხეთში, ვიდრე მის   ოსტატებით დღეს ასე განთქმულ აღმოსავლეთში.
  _ ძველინდოელთა შეხედულებიტ, იოგა აღმოსავლურად ნიშნავს კავშირს საკუთარ თავთან. ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა არც ერთ ენაში არ არის ისე ზუსტად გამოყენებული, როგორც ქართულში. მაგალითად, ვბამბობთ, ხმის იოგები, ე.გ. ბგერა იოგებიდან მოდის, ბგერებით წარმოითქმება სიტყვა, სიტყვა კი მოგეხსენებათ, პირველია, რაც ღმერთისგან ებოძა კაცს. იოგა ქვია აგრეთვე ქართულში მყესებსა და სახსრების შუა დამაკავშირებლებს. მოკლედ, ყველა მაკავშირებელს სხეულში ქართველებმა იოგები დაარქვეს. მე ვამტკიცებ, რომ კოლხი მედეა იოგის უმაღლეს საიდუმლოს ფლობდა.. საერთოდ, იოგა ადამიანის ცნობიერებაში ასოცირდება ფიზიკურ ვარჯიშებთან, ფეხის ყურებამდე მიტანასთან და ა.შ. მაგრამ მედეა აგნი იოგას კი არა, ადამიანი ფიზიკური, მორალური და სულიერი ძალები მართვის საიდუმლოს ფლობდა. ეს კი უმაღლესი საფეხურია იოგას იმ სახეობებიდან, რაც დღემდე აღმოსავლეთიდან არის გავრცელებული. ჩემი დაკვირვებით, თუ აქამდე იოგა უკავშირდებოდა ბუდიზმს და სხვა აღმოსავლურ რელიგიურ მიმდინარეობებს, აღმოვაჩინე, რომ იოგას უმაღლეს დანიშნულებას მხოლოდ ქრისტიანული მოძღვრების ჩაწვდომის შემდეგ შეიცნობ. ჯერ სიკვდილ-სიცოცხლის არსს უნდა ჩასწვდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკუთარ თავთან და ღმერთთან კავშირს. ეს არის ცნობიერი მექანიზმი, სხეულისა და გონების ვარჯიში ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რასაც მასწავლებლისაგან სწავლობ (და არა უხერხულ პოზებში ჯდომა) და მეორე თვითონ დამოუკიდებლად აკეთებ ისე, რომ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს. ამ დროს შეიძლება ტელევიზორს უყურებდე სხვებთან ერთად.იოგას ხელოვნების საიდუმლო ინახებოდა ,,ოქროს საწყმისში”, რომლის მოტაცებაც მხოლოდ მედეას საშუალებით შეძლეს ბერძნებმა. და ამის შემდეგ გაბრწყინდა ძველი საბერძნეთი. მაგრამ რად გინდათ. დღეს მსოფლიოს უცნაური რამ სჭირს. კაცობრიობა ძველი ცივილიზაციის მონაპოვარს ივიწყებს და ამიტომ უფრო და უფრო სუსტდება. საქართველომ უნდა ააღორძინოს მაცოცხლებელი განძი, რომელიც ჩვენს წიაღში დაიბადა.
  _ თქვენ ფიქრობთ, რომ ,,ოქროს საწმისი” შეიცავდა საიდუმლოს, რომელიც დღეს მსოფლიოს იხსნის?
  _ დღეს კაცობრიობას ახალ დაავადებათა სახით ატომური ბომბაზე გაცილებით დიდი საშიშროება ემუქრება. მის წინაშე უძლურია საკუთარ ძალებში გაუცნობიერებელი ადამიანის ორგანიზმი და თანამედროვე მედიცინა. არადა, მსოფლიოს უკვე სერიოზული პრობლემა უდგას, მხოლოდ შიდსი მუსრს ავლებს მილიონობით   ადამიანს და თანაც, 98% ცოცხალი სამიშაო რესურსი ნადგურდება. ევროპა უკვე წუხს: თუ ასე გაგრძელდა, 5 წელიწადში მუშახელი აღარ იარსებებს. მსოფლიოს სჭირდება ხსნა და ეს ხსნა უძველესი სწავლებებიდან მოდის.
  _ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ამ მხრივ მართლაც უჭირს, საეჭვოა, იმავე ევროპაში თქვენი მესიანური იდია ვინმემ აიტაცოს, ხსნა მედეადან, კოლხეთიდან, თანამედროვე მედიცინის ზენიტში მყოფი სასაცილოდ არ ეყოფად.
  _ გაჭირვება მაჩვენენ და გაქცევას გაჩვენებო _ ქართული ანდაზაა. დღეს თუ სიცილს დაიწყებ, ხვალ გაუჭირდებათ და ხსნის მაძებარნი აქეთ მოტრიალდებიან. მანამდე აუცილებელია ქართველამ ექიმებმა შეისწავლონ მედეას სიბრძნე. თუ ვინმეს ჩემი იდეები ფანტაზიის ნაყოფო ჰგონია, კარგად ჩაიხედოს ქართველი ერის ისტორიაში, წაიკითხოს, საბედნიეროდ, კარგად შემონახული სამედიცინო წიგნები, გაეცნოს რა სასწაულებს ახდენდნენ ხევსური და სხვა კუთხის დასტაქრები. კოლხური მედიცინის უნიკალურობაზე ეს ერთი შემთხვევაც მეტყველებს:ცნობილი გერონტოლოგი მალხაზ აბდუშელიშვილი მძიმედ დაავადებულა. ხსნა რომ ვერსად უპოვია, ტიბეტში წასულა, იქ მოურჩენიათ. მერე დაახლოებულა იქაურ ბერებს. უთქვამს, საქართველოდან ვარო. ვერაფრით გაუგიათ, სად იყო საქართველო. კოლხეთი უხსენებია მალხაზს და გაოცებულან ბერები. კოლხეთიდან აქ რატომ ჩამოხვედი, ჩვენ დღემდე ვსწავლობთ კოლხურ მედიცინას   და ჯერაც ვერ ჩავწვდომივართ მის საიდუმლოსო.
  _ ექიმები თუ ინტერესდებიან თქვენი მოძღვრებით? ეჭვით ხომ არ უყურებენ?!
  _ თქვენ წარმოიდგინეთ, ინტერესდებიან. ცნობილი პროფესორები ეთანხმებიან ჩემს მოსაზრებას. ექიმები სწავლობენ და პრაქტიკაშიც იყენებენ ადამიანის სულიერი და ბიოლოგიური ენერგიის გაცნობიერებისა და   კონცეტრაციის უნიკალურ მეთოდს. ნებისმმიერ ადამიანს შეუძლია იმ ენერგიის გამომუშავება, რითაც ასე იზიდავენ ექსტრასენსები პაციენტებს, მაგრამ ექიმსა და ექსტრასენსს შორის დიდი განსხვავებაა. ექსტრასენსი დროებით გიყუჩებს ტკივილს, ამიტომაც მასზე დამოკიდებული ხდები. მას არა აქვს სამედიცინო ცოდნა და შესაბამისად, არ ძალუძს განკურნება...

  _ თქვენი დაჯერება დღეს ძალზე ძნელია და არც არის გასაკვირი, იკითხავენ, _ თუ პანაცეა არსებობდა და არსებობს, ნუთუ მისი ამოხსნა დღემდე თქვენ გარდა ვერავინ შეძლოო?
  _ სამყაროში იმდენი საიდუმლოა, კაცობრიობას ალბათ კიდევ მილიონი წელები დასჭირდება მის ამოსახსნელად. ,,ოქროს საწყმისის” კვლევა უცებ არ დამიწყვია. სიტყვა, ინფორმაცია უზენაისად მოდის. მე რომ იმას ჩავწვდომოდი, რისი საზოგადოებისათვის გაზიარებასაც ვცდილობ, დიდი ფგანსაცდელის გადატანა დამჭირდა. ბიბლიაში, იობის წიგნში, 33-ე თავში წერია, რომ უფალი სათქმელს ადამიანს ჯერ ეტყვის, აჩვენებს, თუ ვერაფერს მიგახვედრებს, სიზმარში მოგევლინება. ამანაც თუ ვერ გაჭრა, გამოგიგზავნის რისხვას ავადმყოფობის სახით, რათა ტანჯვითა და ტკივილიტ აგეხილოს თვალი. მეც ასე დამემართა. ბავშვობიდან ქრისტიანულად აღზრდილმა მოწიფულობის ჟამს ავურიე და ჩემი უკეთურობის გამო დავისაჯე. უფალმა ბევრი განსაცდელი მომივლიან, თვალი რომ ამხელოდა. გადავიტანე გულის წინა და უკანა კედლის ინფაქტი, კუჭის კიბო მეტასტაზებით ღვიძლში, ასთმა... ინსულტის გამო წამერთვა მარცხენა მხარე და ბოლოს სკლეროზიც დამემატა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს ამეკვიატა სოლომონ ბრძენის სიტყვები ,,მოითმინე და გაძლიერდებიო”, ამიტომ ტკივილგამაყუჩებლებსაც არ ვსვამდი, რის შედეგაც მქონდა გამოცხადება, სადაც მკურნალობის გზა დავინახე. ეკლესიაში წავედი, მღვდელს გავანდე ჩემი ამბავი. მითხრა, გულით აზროვნება ისწავლეო. ამ სიტყვების ცაწვდომის შემდეგ გაიხსნა ჩემში ის ცოდნა, რასაც ხილვები დროს ვეზიარე. მთავარი გახლავთ თანაგრძნობის უნარი. უმძიმესი ავადმყოფი სხვებს ვკურნავდი. აი, აქედან დავიწყე ამ საოცრების წვდომა და დღეს ,,ოქროს საწყმისის” დამსახურებაა, 67 წლის კაცი საღ-სალამათი და ჯანმრთელი რომ ვარ. გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა სხვებისათვის, ექიმებისათვისაც გადამეცა. დავწერე წიგნები. ახლა მინდა ცნობილი და მდიდარი ადამიანები დავარწმუნო ამ მეთოდის უნიკალურობაში, რათა სამკურნალო ცენტრები გაიხსნას...
  მერწმუნეთ, ,,ოქროს საწყმისი” სრულად შეცნობა დიდ სამსახურს გაუწევს ჯარისკაცებს, ალპინისტებს, მეზღვაურებს, მეშახტეებს _ ნებისმიერ გამოუალ სიტუაციაში ასწავლის, როგორ აიტანონ უწყლობა და ბევრი სხვა რამ.
  ბატონ თამაზთან საუბარ აქ შევწყვეტთ. კომენტარის ნაცვლად კი დავძენთ, წინამდებარე სტატია უბრალოდ ერთი თვალსაზრისის გამომზეურებაა და სხვა არაფერი. ჩვენც გვიჭირს დავიჯეროთ ბევრი რამ, თუმცა თუ ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა მიერ ახლახან გამოცემულ წიგნსაც გადავავლებთ თვალს, მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი გაგაოცებთ. მათ შორის, ასეთიც: ,,ხარაგაულში გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე მოატანა ცოდნემ ქათმის სკორესაგან ზეთისმაგვარი სითხის გამოხდისა. ამ სითხეს უსვამდნენ თვალებზესამსტოვროდ გაწვრთნილ კაცს, რომელიც ღამით თურმე კატასავით მხედველი ხდებოდა. შეიპარებოდა მტრის ბანაკში და უჩუმრად ხოცავდა მეთაურებს. უცხო მიწაზე უმეთაუროდ დარჩენილი მომხდური კი იოლი ლუკმა ხდებოდა ჩვენი ლაშქრისათვის. ამის შემდეგ მსტოვარს ორი თუ სამი დღე ბნელში ამყიფებდნენ, სანამ ნორმალურად ხედვა არ აღუდგებოდა. ეს ინფორმაცია იმიტომაც არის საინტერესო, რომ ამ მიდამოებში საკამაოდ გავრცელებულია მცენარე შმაგა, რომლისგანაც ,,ატროპინი” მიიღება, რომელიც რამდენიმეჯერ აძლიერებს მხედველობას, ხოლო რაც შეეხება ქათამს, ეს შესაძლოა წამლის გასასაიდუმლოებლად არის რეცეპტის შემადგენლობაში ყვავის ქონი და ა.შ.


                          ეკა ლომიძე

ამონაწერი გაზეთ ,,კვირის პალიტრიდან” 2004 წლის 6 _ 12 დეკემბრის ნომრიდან.
                                უფსკრულისაკენ მიფრინავენ ფერიები…

                    ლეგენდა ბორჭომის ციხისა და თორმეტი ასულისა


ბოჭორმის ციხე თვალშეუდგამია დღესაც. ცაში ატყორცნილი _ მედიდურად გადმოჰყურებს მის ფერხთით თავაწყვეტილ, მონავარდე იორს. წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყნად. ბოჭორმის მყარი გალავანიც თანდათან იფხვნება ნოტიო კლდესავით.ისტორიის ფურცლებზე რჩება მისი სიდიადე, განსაცდელი, ზეობის ხანა. მივიწყების ბურუსში ჩაიძირა აბულ კასიმ აბუსაჯის ძის ბარბაროსობის ნაკვალევიც. თორმეტი მზეთუნახავის ამბავი კი ლეგენდად დარჩა.
მეათე საუკუნის თავფურცელი ავისმომასწავლებლად შემოუძღვა არაბთა ლაშქარს. ტფილის მოედვნენ. აქედან კი კახეთისაკენ აიღეს გეზი. სამასი მეციხოვნე იცავდა უჯარმას. ვერ გაუმკლავდნენ მოზღვავებულ სარკინოზებს. სამი დღის მერე მტერმა გზა ბოჭორმისაკენ გაიკაფა. დუმილი და სიცარიელე დახვდათ სისხლმოწყურებულებს. კაცი არ ჭაჭანებდა იმ არემარეში. ვიღაცას უხუმრია კიდეც: ,,რომელიც ბაკი იყო (უჯარმა), მუნ შინა ფიცხლად შეგვებნენ, ხოლო რომელიც ნამდვილი ციხე ყოფილა (ბოჭორმა) იგი უკაცურად დაუგდიათ” (ბოჭორმის ციხე მართლაც გრანდიოზულია უჯარმასთან შედარებით, - ე.თ.). მკლავები ჩამოყარეს სიმწრით. საჭურველი მიყარ-მოყარეს. საამო მყუდროებამ მოადუნა მათი აზვირთებული გონება. დაანთეს ცეცხლი, მიეცნენ მოსვენებას... გულაღმა გაიშოტა ზოგი. უდაბური ტყის სიღრმიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოჩანდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. პირველყოფილმა მშვენიერებამ ადამიანად ყოფნა მოანატრა მოქანცულ მხედრებს. უცებ პირქუში გოდოლიდან გამოვიდა   მზეთუნახავი. ღვინით სავსე დოქი შემოედგა მხარზე. მშვიდად გაემართა აბრიალებული კოცონისაკენ. ყვითელ სახეებს შავმა ფერმა გადაუარა. შედრკნენ,   დაფეთდნენ. ზოგმა ხანჯალზე გაიკრა ხელი... ,,მოჩვენება” უსიტყვოდ შეერია სემოჯარულ ბარბაროსებს. ღიმილით გაუწოდა დოქი ვიღაცას, ხელით ანიშნა, დამშვიდებულიყვნენ. ცოტა ხანში მეორე ფერია მიეახლა მტრის ბანაკს, მეორე მესამე, ასე... მონარნარებდა თორმეტივე. თავბრუ დაესხათ დაბანაკებულებს, წამოიშალნენ. სარდალმა ჩირაღდნები აანთებინა. მოიარეს ციხის ყველა კუთხე-კუნჭული. ხმლებით ეკვეთნენ გოდოლს, საიდანაც მზეთუნახავი ქალწულები გამოდიოდნენ. კარი ვერ უპოვეს. ცნობისწადილით ალმოდებულებმა ჩააგეს ხმლები. მიეხმატკბილნენ უცნაურად მოვლენილ არსებებს. გაჩაღდა პურობა. ქალწულებმა ჯერ თვითონ შესვეს დოქებიდან თითო ფიალა. მერე შემოჯარულ არაბებს ჩამოურიგეს. ატყდა ბუკის ცემა, დუდუკის ჭყვიტინი, გაბმული მოძახილი. ბედნიერების სხივი ციალებდა აღრიანცებულ, ველურ ჯილაგში... და დაეკონა ერთი მათგანი ხეზე მიყრდნობილ ლამაზმანს. ქალის გაცივებული სხეული უსულოდ დაემხო მიწას...
_ ღალატიო! _ იღრიალა ვიღაცამ. გონს მოეგნენ. აირ-დაირივნენ. სასოწარკვეთილმა კივილმა შეაზანზარა არემარე. მხოლოდ ბოჭორმის ციხე იდგა მდუმარედ. თავბრუდახვეულმა ქალიშვილებმა ბარბაცით გასწიეს ქონგურებისაკენ. ფეხდაფეხ მიჰყვნენ გაცოფებული არაბები. ვეღარ მიუწვდათ ხმალი: წამი და... ციხის გალავნიდან უფსკრულისაკენ გადაეშვნენ ფერიები. მაშინ არაბებმა მახვილით აიტაცეს ძირს დაცემული იმ პირველ ასული სხეული. ქრებოდა მათი თვალისჩინი. მაინც მოასწრეს და გავარვარებულ კოცონზე დაამხეს უმანკო სხეული.
განთიადისას აიყარა არაბთა ლაშქარი.ბოჭორმის დამრეც კალთებზე მიწამიუყრელი დარჩა ასობით თავზეხელაღებული მეომარი. იმ ღამეს ყველა გამოსალმებოდა სიცოცხლეს, ვინც ულამაზეს ქალწულთა ხელით მირთხმეულ მოწამლულ შარბათი შესვა. ამ ამბით გაკვირვებულ აბულ კასიმს მეორე დღეს კახეთის ერისთავი კვირიკე სწვევია _ დედამ გამომგზავნაო. ,,ისევ ქალი!” _ გაუელვა და ელდანაცემ არაბთა სარდალს თვალწინ დაუდგა თურმე, რა სისხლიც დასდენოდა ბუღა თურქს კახეთის მთიანეთში. თბილად მიიღო კახეთის ერისთავი. დაზავდა, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი და გაალმასებული უფლისციხისაკენ   წარემართა. ბევრგან იწვნია ქართველთა გულოვნება და მკლავის ძალა... და მაინც: ყველაზე მეტად ძრწოდა იგი ლამაზი ქალის წინაშე.



                      ეთერ თარიმანი  


ამონაწერი გაზეთ ,,კვირის პალიტრიდან” 2003 წლის 31 მარტი _ 6 აპრილის ნომრიდან.
                                    რაა მამული?

მამული არის ღვთისმშობლის ხატი - შენ ხარ ვენახი, გელათის დავით აღმაშენებლის ფრესკა, სიონის წმინდა ნინოს ჯვარი...

მამული არის სიტყვები, ილია ჭავჭავაძემ რომ დაგვიბარა: ”ენა, მამული, სარწმუნოება”.

მამული ის ადგილია, სადაც ჩვენი მამა-პაპა დაიბადა და გაიზარდა, სადაც ჩვენი წინაპრები მუშაობდნენ დარსა და ავდარში... თესავდნენ და მკიდნენ, საქონელს უვლიდნენ, მოჰყავდათ სიმინდი, ყურძენი, წურავდნენ ღვინოს... იბრძოდნენ, ილხენდნენ და მუდამ მღეროდნენ:

”სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,

თორემ ისეთ დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება”.

მამული არის საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი. მამული არის ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი, ჩემი ეზო და ჩემი სკოლა. ჩემი მამულია იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა, ტატოს მერანი და გალაკტიონის ,,ნიკორწმინდა’’. მამული არის ყველაფერი, რაც საქართველოს გააჩნია.

...ყველაფერი, რაც გვიყვარს მამულისაა, მამულიდან მოდის, მამულიდან იწყება. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს - მამულია!!!


დიმა ბლუაშვილი